23/05/2023
13:37
მსოფლიო
BBC-ის ინფორმაციით, ბრაზილიაში, გარეული ფრინველის გრიპის რამდენიმე შემთხვევის დაფიქსირების გამო, ექვსთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ესპირიტო სანტოს შტატში შვიდი შემთხვევა დაფიქსირდა, კიდევ ერთი კი - რიო-დე-ჟანეიროს შტატში აღმოაჩინეს.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ბრაზილიის მთავრობას მწვავე ინფექციური H5N1 ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად ზომების მიღებაში დაეხმარება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) განცხადებით, H5N1 ვირუსის შემდგომი გავრცელების მონიტორინგის შედეგად, უნდა დადგინდეს, განიცდის თუ არა ვირუსი მუტაციას იმ ფორმით, რომელიც შეიძლება ადამიანებში გავრცელდეს. ვირუსი ინფიცირებულ ფრინველებთან ადამიანების მჭიდრო კონტაქტის შედეგად ვრცელდება.
როგორც ცნობილია, ბრაზილია ქათმის ხორცის ყველაზე დიდი ექსპორტიორია მსოფლიოში და ყოველწლიური გაყიდვებით მიღებული შემოსავალი დაახლოებით 10 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს.
0
0