
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას განცხადებით, მას სხვა მოლოდინი არ ჰქონია. ამის შესახებ მან მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ განაცხადა, რომლის მიხედვითაც არევაძემ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით ადვოკატების შუამდგომლობა.
„ბრავო, ბრავო, არაჩვეულებრივია, აღფრთოვანებული ვარ პირდაპირ.
არანაირი სხვა მოლოდინი არც მე მქონია და არც ჩემს შვილს, იმიტომ, რომ ამ პირობებში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, სხვა გადაწყვეტილება არ შეიძლებოდა ყოფილიყო. არანორმალურები უნდა ვიყოთ, რომ სხვა მოლოდინი გვქონოდა. მშვენივრად ვიცით რა პირობებშიც გვიხდება ცხოვრება. ერთადერთი მოკავშირე ამ ხელისუფლებას ჰყავს რუსეთში. ეს არის დღეს რეალობა. მთელი პროგრესული კაცობრიობა არის ჩემი შვილის მხარეს. ახლა იქნება სტრასბურგი“, - განაცხადა გიული ალასანიამ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი არევაძემ, მიხეილ სააკაშვილი სასჯელისგან არ გაათავისუფლა და სასჯელიც არ გადაუვადა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოაცხადა. აღნიშნულით არევაძემ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
0
0