31/07/2023
12:56
მსოფლიო
31 ივლისს, გამთენიისას, ბრაიანსკის და როსტოვის რაიონებში დრონები ჩამოვარდა. ეს დაადასტურეს რეგიონების ხელმძღვანელებმა.
ბრაიანსკის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრე ბოგომაზმა განაცხადა, რომ დრონები ჩამოვარდა პოლიციის შენობაზე ტრუბჩევსკში. მისივე თქმით, მსხვერპლი არ არის, დაზიანებულია მინები და სახურავი. ბოგომაზმა სოფელ ლომაკოვკას დაბომბვაზეც ისაუბრა - არავინ დაშავებულა, დაზიანებულია ოთხი სახლი და ორი მანქანა. ბოგომაზმა თავდასხმებში უკრაინა დაადანაშაულა.
კიდევ ერთი დრონი ჩამოვარდა როსტოვის ოლქის დარაგანოვკას ფერმაში - განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა ვასილი გოლუბევმა. შედეგად ერთი სახლის სახურავი დაიწვა, ცეცხლი მეზობელ სახლზე გავრცელდა.
გოლუბევის თქმით, მსხვერპლი არ ყოფილა. როსტოვის გამოცემის 161.ru-ს ცნობით, ადგილობრივმა მცხოვრებმა, რომელმაც ცეცხლი თავად ჩააქრო, დამწვრობა მიიღო.
გოლუბევმა თქვა, რომ დრონის საკუთრება დგინდება. პრო-სამხედრო ტელეგრამის არხები ვარაუდობენ, რომ დრონი შეიძლება იყოს რუსული: ნამსხვრევები Forpost-ს ან Orion-ს ჰგავს.
0
0