
25 დეკემბერს, ბოსნიის სერბთა რესპუბლიკის რეგიონალური პარლამენტის დეპუტატებმა სახელმწიფო ინსტიტუტებში სერბების წარმომადგენლებს დაავალეს, რომ შეაჩერონ გადაწყვეტილების მიღების პროცესი და დაბლოკონ რეფორმები, რომელთა განხორციელება აუცილებელია ბალკანეთის ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციისთვის.
Reuters-ის ინფორმაციით, პარლამენტის საგანგებო სხდომაზე დეპუტატებმა განიხილეს "სამართლებრივი სისტემის დეგრადაციის საკითხი", რაც უკავშირდება ბოსნიის სახელმწიფო სასამართლოში, რეგიონის პრეზიდენტის მილორად დოდიკის მიმდინარე სასამართლო პროცესს. დოდიკს, სერბ სეპარატისტ ლიდერს, საერთაშორისო უმაღლესი წარმომადგენლის გადაწყვეტილებების მიმართ დაუმორჩილებლობის გამო ასამართლებენ.
დეპუტატების განცხადებით, სასამართლო პროცესი "პოლიტიკურადაა ანგაჟირებული" და ეფუძნება ბოსნიის და ჰერცეგოვინის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის კრისტიან შმიდტისა და სახელმწიფო სასამართლოსა და პროკურატურის მიერ მიღებულ "არაკანონიერ გადაწყვეტილებებს". დეპუტატები აღნიშნულ გადაწყვეტილებებს არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ, რადგან ,,ისინი მიღებულია სამშვიდობო დესპანის მიერ და არა დეიტონის ხელშეკრულების საფუძველზე“.
როგორც Reuters-ი წერს, პრორუსი დოდიკი, ბოლო წლებში, სერბებით დასახლებული რეგიონის ბოსნიისგან გამოყოფას ცდილობს, თუმცა ეს პროცესი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შეჩერდა. ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მრავალწლიანი პოლიტიკური დაბრკოლებების შემდეგ, ბოსნიამ ერთგვარი ,,სტიმული“ მიიღო 2023 წელს, როდესაც ევროკავშირის ლიდერები მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმდნენ, თუ ბოსნია წევრობის კრიტერიუმებთან აუცილებელ შესაბამისობის დონეს მიაღწევდა.
0
0
ანდრეი ერმაკს საპატიმრო გირაო შეეფარდა
14/05/2026