
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესთან, გიორგი ქოჩიაშვილთან, ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარესთან, დავით ზაალიშვილთან, მერის მოადგილესთან გიორგი ტაბატაძესთან, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან, ხათუნა ხარაზიშვილთან, სასულიერო პირებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ბორჯომში, ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.
მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, მინისტრის ინიციატივით, პედაგოგთა დაჯილდოების მსგავსი ღონისძიებები ყველა რეგიონში 10 ოქტომბრამდე გაიმართება, ხოლო ფინალური ღონისძიება 27 ოქტომბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შედგება.
0
0
გია ხუხაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს
10/03/2026