-share.jpg)
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, ბორჯომში 23 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 17 წლის არასრულწლოვანი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.
“არასრულწლოვანია ბრალდებული, აქედან გამომდინარე, საქმის დეტალებს ვერ გეტყვით. დანიშნულია ექსპერტიზები. დაველოდებით გამოძიების დარულებას, რომ გვქონდეს სრული სურათი”, – ამბობს ადვოკატი.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, ბორჯომის ცენტრალურ პარკთან ახალგაზრდა კაცი 7 ივლისს გვიან ღამით მოკლეს. მოკლული დავით ხაჩიძეა. მკვლელობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავა. ბრალდებული 17 წლის არასრულწლოვანია, რომელმაც შსს-ს ცნობით, 23 წლის მამაკაცს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა.
0
0