
"ნებისმერი ერთობისგან კარგი იქნებოდა, პოლიტიკური შინაარსი გადმოდინდეს და გვაჩვენონ გზა, თავი და ბოლო, ან რაც უნდა გაკეთდეს."- განაცხადა ტვ პირველის ეთერში პოლიტიკურმა აქტივისტმა ბორის ჩელე ყურუამ ოპოზიციის ერთობასთან დაკავშირებით.
„რევოლუცია არ გამოვიდა, არჩევნებით გამოგლეჯვა არ გამოვიდა და როცა ადამიანი გეკითხება- მაშინ რას აკეთებ? ამაზე თუ იქნება მკაფიო პასუხი, თუნდაც არ ვეთანხმებოდე, მე პატივს ვცემ, როგორც პოლიტიკურ პოზიციას და პოლიტიკურ გზას.“- განაცხადა ბორის ჩელე ყურუამ.
მისი თქმით, არჩვენების გზა უალტერნატივოა.
„ჩემი პოლიტიკური პოზიციაა რომ, არჩვენების გზის დაბრუნება არის უალტერნატივო. ჩვენ თუ ადამიანებს გავუქრობთ იმის რწმენას, რომ აქ არჩვენებმა შეიძლება ცვლილება გამოიწვიოს, მაშინ გვრჩება ერთადერთი, რევოლუციის გზა და თუ რევოლუციასაც ვერ ვახდენთ, მაშინ რა გვინდა პოლიტიკაში, სხვა საქმე უნდა ვაკეთოთ. მაქვს მე პატარა მიწის ნაკვეთი და შემიძ₾ია სოფლის მეურნეობით დავკავდე"- განაცხადა ყურუამ.
0
0