
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ომთან დაკავშირებით რომის პაპის პოზიციას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ პაპი ფრანცისკე ფრთხილად უნდა იყოს როდესაც ღვთისმეტყველების საკითხზე საუბრობს.
"პირდაპირ ვთქვათ, ბოლო თვეების განმავლობაში პაპმა არაერთი ისეთი რამ თქვა, რასაც მე არ ვეთანხმები. ამის საილუსტრაციოდ ირანის კონფლიქტთან დაკავშირებულ ერთ კონკრეტულ მაგალითს მოვიყვან: პაპმა თქვა, ვცდილობ სიტყვასიტყვით გავიხსენო - რომ ღმერთი არასოდეს დგას იმათ მხარეს, ვისაც ხელში მახვილი უჭირავს. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ასე თქვა. ახლა ნახეთ, ერთი მხრივ, მე მომწონს, რომ პაპი მშვიდობის მხარდამჭერია; ვფიქრობ, ეს ნამდვილად მისი მისიაა. თუმცა, მეორე მხრივ, როგორ შეიძლება ამტკიცო, რომ ღმერთი არასოდესაა იმათ მხარეს, ვინც იარაღს ფლობს? განა ღმერთი არ იყო იმ ამერიკელების მხარეს, რომლებმაც საფრანგეთი ნაცისტებისგან გაათავისუფლეს? განა ღმერთი არ იდგა იმ ამერიკელების გვერდით, რომლებმაც საკონცენტრაციო ბანაკებიდან უდანაშაულო ადამიანები დაიხსნეს და ჰოლოკოსტს გადარჩენილები სიკვდილს გამოგლიჯეს?" - აღნიშნა ვენსმა.
ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ნებისმიერი თეოლოგიური მსჯელობა ჭეშმარიტებას უნდა ეფუძნებოდეს:
"მნიშვნელოვანია, რომ პაპი ფრთხილად იყოს, როდესაც თეოლოგიურ საკითხებზე საუბრობს. თუ მსგავს თემებზე აზრის გამოთქმას აპირებ, უნდა დარწმუნდე, რომ შენი პოზიცია ჭეშმარიტებაზეა დაფუძნებული. ეს არის ის, რის გაკეთებასაც მე ვცდილობ და, რა თქმა უნდა, იგივეს ველოდები სასულიერო პირებისგანაც, იქნებიან ისინი კათოლიკეები თუ პროტესტანტები", - აცხადებს ჯეი დი ვენსი.
0
0