
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
მათი ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ივლისს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ბრალდებულმა ძმებმა, ერთ-ერთი ბრალდებულისთვის ცოლად შერთვის მიზნით, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს დაზარალებულ გოგონას.
„დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
0
0
სატყეო გზების რეაბილიტაცია სოფელ კეხოვანში
01/08/2025