საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია „ნაცმოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებას, სადაც ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ 2012 წლიდან საქართველოდან წავიდა 800 ათასი საქართველოს მოქალაქე, უპასუხისმგებლოს და რეალობასთან აბსოლუტურად შეხების არ მქონეს უწოდებს.
ოდიშარიას თქმით, „ნაცმოძრაობის“ პერიოდში გაურბოდა ხალხი ტერორს
„რეალურ მოცემულობასთან ბოკუჩავას მიერ მოყვანილ ციფრებს კავშირი არ აქვს. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში ხალხი გაურბოდა ტერორს, ციხის შიშს, რეკეტს. თინა ბოკუჩავას განცხადება არის უპასუხისმგებლო, რეალობასთან აბსოლუტურად შეხების არ მქონე. ციფრები არის წარმოდგენილი, რადგან ადამიანები რომ გადიან ქვეყნიდან, ბრუნდებიან კიდეც. მას დაავიწყდა ალბათ ეთქვა, რომ ადამიანები გადიან და ბრუნდებიან“, - აცხადებს ოდიშარია.
0
0