11/01/2025
11:08
მსოფლიო
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ინაუგურაციისთვის ემზადება, რომლისთვისაც დიდძალი თანხები დიდმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა და მდიდარმა ბიზნესმენებმა გამოჰყვეს. შემომწირველების ჩამონათვალში ამერიკული Boeing-იც მოხვდა, რომელიც აშშ-ის მთავრობის ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო კონტრაქტორი და საავიაციო ინდუსტრიის ტიტანია. რესპუბლიკელი პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის კომპანიამ $1,000,000 გამოყო, რაც ის ტრადიციაა, რომელსაც თვითმფრინავების მწარმოებელი ბოლო სამი საპრეზიდენტო ინაუგურაციის დროს არ ღალატობს.
Boeing-ის მიერ გაღებული ეს შემოწირულება, მართალია, მრავალწლიანი ტრადიციის ნაწილია, მაგრამ აშშ-ში არსებული ლობისტური სისტემის გათვალისწინებით, ის გარკვეულწილად დონალდ ტრამპის გულის მოგების მცდელობად შეიძლება ჩაითვალოს. გასულ წლებში, Boeing-ში არაერთი სისტემური პრობლემა აღმოჩნდა, რომელთა გამო კომპანიის რეპუტაცია შეირყა, ხოლო თავად კორპორაციას მრავალმილიონიანი ჯარიმები დაუწესდა. გასულ ერთ წელიწადში, Boeing-ის აქციები თითქმის 25%-ითაა გაუფასურებული, ხოლო ფინანსური ზარალის ნაწილის ასანაზღაურებლად კომპანია კოსმოსური ბიზნესის გაყიდვას განიხილავს. დღეს, ამერიკულ კომპანიას ინვესტორები $128.5 მილიარდად აფასებენ.
ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.
0
0