-share.jpg)
POSTV-ის ხელმძღვანელი და ტელეწამყვანი, შალვა რამიშვილი, გუშინ მედიაში გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერს სოციალური ქსელით ეხმაურება და წერს:
“დიდ პრობლემებს შეგიქმნით ასეთი საუბრების გამოქვეყნება თავად თქვენ ფაშისტებო. დღეს ბრბოს წყურვილი დააკმაყოფილეთ, მაგრამ ვერც კი ხვდებით, რომ ჯინი ამოუშვით ბოთლიდან. თქვენ რაა... მხოლოდ პეპლებზე და ყვავილებზე საუბრობთ არასაჯაროდ? რა თქმა უნდა - არა. ასეთ სიბინძურეს მიჩვეული ბრბო კიდევ მოგთხოვთ მსგავს სალაფავს. და გაიხსნება პანდორას ყუთივით თქვენი წარსულის კარადა. ამ კარადაში კი ძირითადად სულ თქვენი ჩონჩხები იმალება. აგერ სამხარაძეც ხომ იქაა... მე ფეხებზე მკიდია თქვენი ეს კამპანია. ერთი კი ალალი ბოდიში მაქვს მოსახდელი ოჯახთან... თქვენს ჯოჯოხეთს კი დაველოდები, „წმინდანებო“, ოღონდ მშვიდად.. თან რო საქმის კეთებას გავაგრძელებ ისე”, დაწერა შალვა რამიშვილმა.
ცნობისთვის, “შაბათის ფორმულამ” გუშინ გაავრცელა აუდიო ჩანაწერი, რომელიც, სავარაუდოდ, შალვა რამიშვილის და 22 წლის ანანია გაჩეჩილაძის საუბარს ასახავს. აუდიომასალაში ისმის, რა ინტიმურ თემებზე ესაუბრება, სავარაუდოდ, შალვა რამიშვილი ახალგაზრდა ქალს.
0
0