
Bloomberg უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე სტატიას აქვეყნებს და წერს, რომ რუსეთის სარაკეტო თავდასხმები ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემაზე, მისი დიდი ქალაქების დაბომბვა და რუსების წინსვლა ფრონტის გასწვრივ აჩენს შიშს, რომ ომი გარდამტეხ წერტილს უახლოვდება.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, უკრაინა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე დაუცველ მდგომარეობაშია და მომდევნო თვეები ქვეყნისთვის ყველაზე რთულ გამოცდად იქცევა.
„საბრძოლო მასალისა და ცოცხალი ძალის მწვავე დეფიციტი 1200 კილომეტრის ფრონტზე და საჰაერო თავდაცვის ხარვეზები მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინა ყველაზე დაუცველ მდგომარეობაშია ბოლო ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში.
მომდევნო რამდენიმე თვე უკრაინის ყველაზე რთული გამოცდა იქნება, რადგან მოსახლეობა სულ უფრო და უფრო იღლება ომისგან, განსაკუთრებით ხარკოვში. თავდასხმების არაპროგნოზირებადობა შიშს უნერგავს ქალაქის მოსახლეობას.
კიევის სამხრეთით 45 კილომეტრში, ტრიპილსკას თბოელექტროსადგურის განადგურებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ქვეყნის დაუცველობა სარაკეტო თავდასხმების მიმართ“, - ნათქვამია სტატიაში.
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, რუსულ ჯარებს ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან საბრძოლო მასალის მზარდი ნაკადი ეხმარება.
0
0