16/08/2023
23:46
მსოფლიო
არაღიარებულ მთიან ყარაბაღში შიმშილით სიკვდილის შემთხვევა დაფიქსირდა,– ამის შესახებ ყარაბაღის ომბუდსმენი იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, 40 წლის კაცი გარდაიცვალა ქრონიკული შიმშილობის შედეგად.
„სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, კ. ოვანნსიანის გარდაცვალების მიზეზი გახდა: ალიმენტური დისტროფია ( ხანგრძლივი დროის განმავლობაში კვების უკმარისობით გამოწვეული დაავადება, რომელიც ხასიათდება ზოგადი დაუძლურებით, ყველა სახის ნივთიერებათა ცვლის მოშლით, ორგანოებისა და ქსოვილების დისტროფიითა და მათი ფუნქციის დარღვევით), კახექსია, ცილოვან-ენერგეტიკული არასწორი კვება, კვაშიორკორი (კვებითი აშლილობის სპეციფიკური მძიმე ტიპი, რომელიც ვითარდება საკვებში ცილების არასაკმარისი შემცველობით, დაავადების განვითარებას ხელს უწყობს რთული საცხოვრებელი პირობები, ცხოვრების დაბალი დონე), ორმხრივი პოლისეგმენტური პნევმონია კრუპოზული ელემენტის უპირატესობით მარჯვნივ, ფილტვის შეშუპება, შერეული მეტაბოლიზმი, ჰიპოქსიური ენცეფალოპათია, შინაგანი ორგანოების-თირკმელების დისტროფია, ანემია, სეპტიური მდგომარეობა, მარჯვენა მხარის ჰიდროთორაქსი, ქრონიკული არასრულფასოვანი კვება“, - ნათქვამია ანგარიშში.
0
0
დღეს ალავერდობაა
28/09/2024