
როგორც ისრაელის გაზეთ Haaretz-ის მიმომხილველმა გედეონ ლევიმ Al Jazeera-ს განუცხადა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის ბოლო მოწოდება ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ "ცარიელი სიტყვებია".
„თუ ბლინკენს და აშშ-ის ადმინისტრაციას ამ ომის დასრულება სურდათ, დასრულდებოდა კიდეც. ისრაელის იარაღით მომარაგების გაგრძელება და მისთვის ომის შეწყვეტისკენ მოწოდება ერთგვარი ცინიზმია. ამ მიდგომას საერთაშორისო ურთიერთობებთან კავშირი არ აქვს - ეს საბავშვო თამაშია. ნეთანიაჰუს არ სურს ომის დასრულება და სწორედ ეს იყო თეირანსა და ბეირუთში დატრიალებული მკვლელობების მიზეზი,“ - აღნიშნა ექსპერტმა.
ისრაელში არსებულ საზოგადოებრივ განწყობაზე საუბრისას, გედეონ ლევიმ განმარტა, რომ მოსახლეობაში არ შეიმჩნევა პანიკა ისრაელის წინააღმდეგ ირანისა და ლიბანის შესაძლო საპასუხო ქმედებასთან დაკავშირებით "მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა პანიკის მიზეზი არსებობდეს კიდეც".
„ისრაელელები ძალიან ფრთხილები არიან. გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელელები მეტ პროდუქტს იმარაგებენ და შესაძლო საფრთხესთან დასახვედრად ემზადებიან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისინი მაღაზიებში პანიკურად დარბიან და ყველაფერს ყიდულობენ. ხალხი ფიქრობს, რომ ჩვენ გაურკვევლობის წინაშე ვართ,”- დასძინა ექსპერტმა.
0
0
81 წელი ფაშიზმზე გამარჯვებიდან
09/05/2026