
„მაგალითად ბიძინას თუ ჰგონია, რომ მოვიდა და თქვა, „მე წავედი პოლიტიკიდან“ და რეალურად წავიდა იმიტომ, რომ დარჩენილიყო პოლიტიკაში და ამ მარიონეტების ხელით, რასაც ახლა აკეთებს, აქ მისი პასუხისმგებლობა არ არის ან ეს პასუხისმგებლობა პერსონალიზებული არ იქნება, ძალიან ცდება“, - ამის შესახებ საქართველოს ექსპრემიერმა გიორგი გახარიამ გორში „საქართველოსთვის“ წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისივე თქმით, უბედური ომი რომ არ ყოფილიყო, შესაძლებლობების ფანჯარა, რასაც ჰქვია ევროპულ ოჯახთან დაახლოება, ასე სწრაფად არ იქნებოდა.
ამასთან, გახარია აცხადებს, რომ ერთის მხრივ გვაქვს შესაძლებლობა ისტორიას მოვუგოთ დრო და წლები, მეორე მხრივ ვიღაც არაკომპეტენტური იდიოტების გამო რისკი გვაქვს ეს 20-30 წელი დავკარგოთ.
„დღეს საქართველოში არის ისეთი პერიოდი, რომ თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობის პერსონალიზება მოხდება. დღეს საქართველოში არის ისეთი პერიოდი, რომ ვინ სად იდგა, ვინ რას აკეთებდა, ვის რა პოზიცია ჰქონდა - ეს არსად გაქრება და პასუხისმგებლობის პერსონალიზება მოხდება, ერთმნიშვნელოვნად...
ეს ასე იქნება, იმიტომ რომ ისტორია სიცარიელეს ვერ იტანს. იმის მაგივრად რომ შეცდომებს ვასწორებდეთ, იმიტომ რომ დღეს ასეთი შესაძლებლობა გაჩნდა. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, ეს უბედური ომი რომ არ ყოფილიყო, შესაძლებლობების ფანჯარა, საქართველო დაუახლოვდეს ევროპულ ოჯახს, ასე სწრაფად, არ იქნებოდა.
ერთის მხრივ გვაქვს შესაძლებლობა ისტორიას მოვუგოთ დრო და წლები, მეორე მხრივ ვიღაც არაკომპეტენტური იდიოტების გამო რისკი გვაქვს ეს 20-30 წელი დავკარგოთ. რა თქმა უნდა, ამ პირობებში თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზებული.
მაგალითად ბიძინას თუ ჰგონია, რომ მოვიდა და თქვა, „მე წავედი პოლიტიკიდან“ და რეალურად წავიდა იმიტომ, რომ დარჩენილიყო პოლიტიკაში და ამ მარიონეტების ხელით, რასაც ახლა აკეთებს, აქ მისი პასუხისმგებლობა არ არის ან ეს პასუხისმგებლობა პერსონალიზებული არ იქნება, ძალიან ცდება“, - აცხადებს გიორგი გახარია.
0
0