12/11/2022
12:53
პოლიტიკა
„ყველას ჰგონია, რომ ბიძინა ივანიშვილმა, 2012 წელს, ციხის კადრებით მოიგო. ციხის კადრები ძალიან მნიშვნელოვანი იყო ხალხის გასაბრაზებლად, მაგრამ მთავარი ფაქტორი, რამაც ივანიშვილს ამხელა მხარდაჭერა მოუტანა, იყო ჭორვილას მაგალითი“, ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა „სივრცეში ეკა ვეფხვაძესთან“ 2012 წლის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, 2012 წელს ჭორვილას ფაქტორმა იმუშავა, რადგან ხალხი ამბობდა - „იქ ყველაფერი უფასოა, უფასოდ გადაუხურეს სახლები, უფასო დენი/გაზი, იქ საჩხერის საავადმყოფოა, იქ ყველაფერი უფასოა...“
ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ ზოგჯერ ადამიანებს ჰგონიათ, რომ ხალხი გადაწყვეტილებას იმის მიხედვით იღებს, თუ რა მოხდება სააკაშვილთან დაკავშირებით, ან - რას იტყვის ივანიშვილზე ევროპა ა.შ.
„სინამდვილეში კი ადამიანი თვითინტერესით იღებს გადაწყვეტილებებს. თავის თავს უყურებს და დარწმუნებული თუ არ არის, რომ აი, იმ პირობებში, რაღაც უკეთესი არ იქნება, სტატუს-კვოში ჭყუმპალაობას განაგრძობს“, განაცხადა „ტაბულას“ დამფუძნებელმა, რომელმაც დღევანდელი ოპოზიციის ქმედებებიც შეაფასა.
„ოპოზიციამაც ამაზე უნდა იფიქროს. სანამ ცოტა ხარ, შენ ბევრად უფრო დამაჯერებელი უნდა იყო იმ ხალხისთვის, რომ სტატუს-კვოს გამჯობინონ. „ქათმის და კვერცხის“ ამბავია. დღეს როცა მაგიდაზე „კვერცხი“ გიდევს და თუ ვიღაც აფერისტი გელაპარაკება ეკრანიდან - „ქათამს“ მოგიტანო, რომლის პერსპექტივისაც არ გჯერა, მაშინ „ქათამს“ არც ელოდები, კვერცხს აიღებ, გატეხავ და შეჭამ. {2012 წელს} ბიძინამ სანდო „ქათმის“ პერსპექტივა გააჩინა, რადგან ჭორვილას მაგალითი არსებობდა“, თქვა ინტერვიუში ჩერგოლეიშვილმა.
გადაცემა სრულად:
0
0