18/06/2023
17:16
საზოგადოება
ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრები, ისევე, როგორც თავად ივანიშვილი, საზოგადოებაში იშვიათად ჩნდებიან. საზოგადოების ინტერესი კი მათ მიმართ ყოველთვის დიდია.
როგორც გაირკვა, ყოფილი პრემიერის უმცროსი შვილი ცოტნე, საბრძოლო ხელოვნებითაა დაინტერესებული.
ბოლო დროს "ტიკტოკზე" ვრცელდება ვიდეოები, სადაც ჩანს თუ როგორ ვარჯიშობს ცოტნე.
ვიდეოებს ალიმ ნაბიევი აქვეყნებს, რომელიც მისი მწვრთნელია.
ცოტნე მწვრთნელთან ერთად სხვადასხვა სახის ფიზიკურ დავალებებს ასრულებს.
ვინ არის ალიმ ნაბიევი?
ნაბიევი, რომელიც 1994 წელს თელავში დაიბადა, ცნობილი კიკბოქსიორია. ის ელიტარულ ორგანიზაციაში Glory-ში აზერბაიჯანის სახელით იბრძვის.
28 წლის ალიმს "გლორიში" 6 მოგება და 3 მარიცხი აქვს, ამჟამად ის რეიტინგში მესამე ნომერია.
კარიერის განმავლობაში ნაბიევი კიკბოქსინგის სხვადასხვა ორგანიზაციებში მსოფლიოს 7-გზის ჩემპიონია.
აღსანიშნავია, რომ ცოტნე ივანიშვილი ფერწერითაცაა გატაცებული. მისი ნამუშევრები “ინსტაგრამზე” დიდი მოწონებით სარგებლობს.
წყარო: ambebi.ge
0
0