28/12/2024
13:27
პოლიტიკა
„მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური პროგრამების ხელმძღვანელი, „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) საქართველოს ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი ლორა თორნტონი აშშ-ის მიერ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას აფასებს.
„ეს სისუსტეა და „ქართული ოცნების" შიგნით ნაპრალების გაჩენას შეუწყობს ხელს “, - განაცხადა მან „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
მისი შეფასებით, სანქციებს ფინანსური შედეგები მოჰყვება საქართველოსთვისაც.
„ამას მოჰყვება ძალიან პრაქტიკული ფინანსური შედეგები საქართველოსთვისაც, ეს კი გაცილებით უფრო ფართო იქნება, ვიდრე უშუალოდ ივანიშვილი. იდეა ისაა, რომ თუ მათ სურთ დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობა, ახალი არჩევნების ჩატარებაში მონაწილეობა და წინ წასვლა, ცხადია, ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს. მაგრამ ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი რამ ამ სანქციების შესახებ ისაა, რომ ენტონი ბლინკენის განცხადება ძალიან კონკრეტული იყო იმის თაობაზე, რომ ივანიშვილი ისჯება არა მხოლოდ საქართველოში არადემოკრატიული ქმედებებისთვის, არამედ რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებისთვის. აი, აქ კი ყველაფერი უფრო რთულდება და ვფიქრობ, აქედან შემოტრიალება უკვე რთული იქნება“, - აცხადებს ლორა თორნტონი.
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.
0
0
„ტიკ ტოკმა“ აშშ-ში მუშაობა შეწყვიტა
19/01/2025