-share.jpg)
„პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მმართველობის დროს არსებული რეჟიმი დაასრულა“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ბრალდებები, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მისამართით ისმის, ცილისმწამებლური და სასაცილოა.
„ბიძინა ივანიშვილი - ერთი ადამიანი გამოვიდა და გააკეთა განცხადება, რომ პოლიტიკაში მოსვლას აპირებდა. მის ირგვლივ გააერთიანა სრულიად საქართველო, პოლიტიკური პარტიები. მანამდე გვახსოვს, თუ როგორ სრულდებოდა პოლიტიკური პარტიების მცდელობები არსებული რეჟიმის წინააღმდეგ. ამ ერთმა ადამიანმა დაამთავრა „ნაციონალური მოძრაობა“ - ის სიბინძურე, სისხლიანი რეჟიმი, რაც ქვეყანაში არსებობდა. ქვეყანაში დაისადგურა მშვიდობამ, სტაბილურობამ და განვითარებამ.
არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რომ დღეს ყველაფერი იდეალურადაა, ყველაფერი კარგადაა და უბედნიერესი ვართ. ცხადია, უამრავი გამოწვევა, უამრავი პრობლემაა, მაგრამ ვართ იმისთვის, რომ საზოგადოებასთან ერთად, არსებულ გამოწვევებს ღირსეულად ვუპასუხოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
0
0