01/11/2024
12:07
ტაბლოიდი
ჰელოუინის საღამო ქანიე უესტისა და მისი მეუღლის, ბიანკა ცენსორისთვის კიდევ უფრო სკანდალური და ხმაურიანი აღმოჩნდა, ვიდრე საზოგადოება ელოდა.
მოუხედავად იმისა, რომ წყვილისგან ექსტრაორდინარული იმიჯი არავის უკვირს, ამჯერად ბიანკამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა და “საშიშ კარნავალზე“ თითქმის შიშველი გამოჩნდა.
- პაპარაცებმა წყვილი ტოკიოში დააფიქსირეს. 29 წლის მოდელი თითქმის შიშველი იყო - მას პრიალა ნაჭერი მხოლოდ მკერდის მცირე ნაწილსა და ინტიმურ ადგილს უფარავდა. თეთრი მოსაცმელი კი მხოლოდ ხელებზე ჰქონდა მორგებული.
47 წლის რეპერმა კი არჩევანი თეთრი ფერის კაპიუშონიან, სპორტული სტილის შარვალზე და მოსაცმელზე შეაჩერა.
ისინი ჰელოუინის საღამოს მეგობრებთან ერთად დაესწრნენ და როგორც დასავლური მედია წერს, საკმაოდ სასიამოვნო დრო გაატარეს.
- ბიანკა ცენსორის კოსტიუმი საზოგადოების ნაწილმა მწვავედ გააკრიტიკა. როგორც სოციალური ქსელის მომხმარებლები წერენ, მსგავსი სტილის პროპაგანდა, მოზარდებზე უარყოფითად აისახება.
უკვე რამდენიმე დღეა, რაც ცნობილი წყვილი იაპონიაში იმყოფება.
- წყვილი, რომელმაც ცოტა ხნის წინ განქორწინების შესახებ გავრცელებული ჭორები უარყო, სამშაბათს ტოკიოს ერთ-ერთ კლუბში მივიდა. ბიანკა კვლავაც გამოირჩეოდა ორიგინალური სამოსით.
ამასობაში, გავრცელდა ხმები იმის შესახებ, რომ წყვილის სავარაუდო ქორწინების პრობლემები რეპერის მიერ დადგმული პიარ-სვლა იყო, რათა ჩრდილში მოექცია სკანდალური სარჩელი, რომელიც მის წინააღმდეგ მისმა ყოფილმა ასისტენტმა, ლორენ პისკიოტამ შეიტანა.
"ქანიე შეშფოთებულია, რომ ახალ სარჩელს ის დიდის დონემდე დაჰყავს. ის თავის იურიდიულ წარმომადგენლებთან ურთიერთობს ამ საკითხზე", - განუცხადა ინსაიდერმა DailyMail.com-ს.
სარჩელში, პისციოტამ განაცხადა, რომ უესტი დაჟინებით ცდილობდა მასთან სექსუალურ კავშირს და ქალი კინაღამ გაუპატიურების მსხვერპლი გახდა.
სარჩელში ნათქვამია ისიც, რომ ვარსკვლავი ხშირად ამყარებდა სექსუალურ კავშირს თანამშრომლებთან და სტუმრებთან. ეს კი მის ოფისში ხდებოდა, რომელიც "სექსუალურ სათამაშო მოედნად" იყო ქცეული.
რეპერი ცენსორიზე 2022 წლის დეკემბერში დაქორწინდა, მხოლოდ ერთი თვის შემდეგ, რაც კარდაშიანთან მისი განქორწინების პროცესი დასრულდა
0
0