30/08/2023
10:20
მსოფლიო
ბერლინის პროკურატურამ ჯგუფ Rammstein-ის ფრონტმენის, ტილ ლინდემანის წინააღმდეგ სექსუალიზებული ძალადობის შესახებ გამოძიება შეწყვიტა. ამის შესახებ Bild-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მას ბრალს სექსუალიზებულ ძალადობაში სდებდნენ. მუსიკოსის ადვოკატებმა აღნიშნეს, რომ არცერთ ქალს, რომლებიც შესაძლოა ძალადობის მსხვერპლები გამხდარიყვნენ, ლინდემანისწინააღმდეგ განცხადება არ დაუწერია. პროკურატურას მხოლოდ მესამე პირებმა, მედიაში გავრცელებული განცხადებების საფუძველზე მიმართეს. პროკურატურამ კი ვერ მოიძია იმის მტკიცებულებები, რომ ლინდემანმა დანაშაული ჩაიდინა.
ბრალდებები ლინდემანის წინააღმდეგ ივნისში გაჟღერდა. ჯგუფის რამდენიმე თაყვანისმცემელი აცხადებდა, რომ კონცერტის შემდეგ მათ მუსიკოსთან სქესობრივი კონტაქტი ჰქონდათ, რომელზეც თანხმობა არ განუცხადებიათ.
ბრალდებების ფონზე ჯგუფის დაშლის პირას აღმოჩნდა. ლინდემანთან თანამშრომლობა გამოცემამ Kiepenheuer & Witsch შეწყვიტა.
0
0