
"ბერძნული მაფიის" წევრების მკვლელობის საქმეს ოდესაში მყოფი პირი ხელმძღვანელობდა - ამის შესახებ საბერძნეთის პოლიციამ სატელეფონო საუბრების შედეგად გაარკვია. სამართალდამცველები ამოღებულ მობილურ ტელეფონებს რამდენიმე თვის განმავლობაში უსმენდნენ - ცნობილია, რომ სწორედ სატელეფონო საუბრებით დადგინდა კავშირი საქართველოსთანაც.
როგორც ბერძნული მედია პოლიციაზე დაყრდნობით წერს, ოდესაში მყოფი პირი, რომელიც დაკავებულ პირებს დავალებებს აძლევდა, იდენტიფიცირებული არ არის, შესაბამისად, არ იციან არც მისი ვინაობა და არც ეროვნება.
შეგახსენებთ, რომ საბერძნეთის პოლიციამ, 18 იანვარს, მასშტაბური სპეცოპერაციების შედეგად 8-კაციანი დაჯგუფება დააკავა. მათ შორის, ორი ქართველია - 29 და 39 წლის პირები. პოლიცია დანაშაულში მონაწილე კიდევ ერთ ქართველს ეძებს.
ბერძნული მედიის ინფორმაციით, მკვლელობები 2022-2023 წლებში მოხდა. "ბერძნული მაფიის" ერთ-ერთი ლიდერი საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს, მას ავტომატიდან 90 ტყვია ესროლეს. ერთ-ერთი მოკლული ასევე საქართველოში დაბადებული ბერძენია.
ცნობილი ხდება, რომ დაჯგუფება გამოძალვით, სიგარეტისა და საწვავის კონტრაბანდით იყო დაკავებული. პოლიციამ დანაშაულში მონაწილე კიდევ სამი პირის იდენტიფიცირება შეძლო, რომლებიც მაფიოზური ჯგუფის წევრები არიან. პოლიციამ მათი ამოცნობა თითის ანაბეჭდებით შეძლო - მაგალითად, ერთ-ერთმა ქართველმა კვალი მოტოციკლზე დატოვა.
0
0
ოზურგეთში მკვლელობა მოხდა
22/08/2025