-share.jpg)
საგარეჯოში უმძიმესი ღამის შემდეგ, თავდასხმის დეტალების შესახებ დაჭრილის მშობლები საუბრობენ.
როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთი დაჭრილი სიკვდილს იმით გადაურჩა, რომ მანქანას ამოეფარა.
„ჩემი შვილი დაბლა მეგობრებთან ერთად იყო, დაემშვიდობა და ამოვიდა სახლში. ზუსტად ამ დროს ესროლეს ამ ორ ბიჭს მაღლიდან. ორი ბიჭი დაიღუპა. როცა ჩემმა შვილმა დაინახა, რომ ესროლა, ისევ დაბლა დაბრუნდა. დაბლა ჩასული მისახმარებლად რომ მივიდა, ამბობს მეც დამაყარაო. ჩემს ბექას ვინც მოსდევდა, ის მოკლა. ჩემი შვილი მანქანას ამოეფარა. ქალი, კაცი, ვისაც დაინახავდა, ყველას ესროდა“,- ამბობს დაჭრილი მოქალაქის დედა.
პირი, რომელიც საგარეჯოს ცენტრში ისროდა 48 წლის ნოდარ ათუაშვილი იყო. ყოფილი სამხედრო თავდაცვის სამინისტროს 2006-21 წლებში მუშაობდა. მონაწილეობდა ავღანეთის მისიაშიც. საგარეჯოში სპეცოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.
როგორც ცნობილია, საგარეჯოში გვიან ღამით 6 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა.
0
0