25/12/2024
18:47
მსოფლიო
ბელგრადში ასობით სტუდენტმა ანტისამთავრობო დემონსტრაცია გამართა. საპროტესტო აქციის მონაწილეები ხელისუფლებას გასულ თვეში ქალაქ ნოვი-სადის რკინიგზის სადგურის განახლებული სახურავის ჩამონგრევაზე აკისრებენ პასუხისმგებლობას, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა.
სტუდენტებმა ბელგრადში სადგურის სახურავის ჩამონგრევის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს, შემდეგ კი მსვლელობა გამართეს სახელმწიფო პროკურატურის შენობისკენ.
სტუდენტები, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები და ოპოზიცია პროკურატურას ნოვი-სადში მომხდარის არაეფექტიან გამოძიებაში სდებენ ბრალს.
მმართველი კოალიცია ბრალდებებს უარყოფს.
სადგურის განახლებული სახურავი პირველ ნოემბერს ჩამოინგრა, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევას საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. ოპოზიციის ლიდერები და მოსახლეობის ნაწილი მომხდარს მთავრობაში კორუფციასა და ნეპოტიზმს უკავშირებს. სადგურის სახურავის ჩამონგრევის გამო ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურის და ვაჭრობის მინისტრები გადადგნენ, ასევე თანამდებობა დატოვა სერბეთის რკინიგზის სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელმა.
გამოძიების მიმდინარეობისას გასულ კვირას 12 ადამიანი დააკავეს.
0
0