23/12/2024
11:43
მსოფლიო
ბელგრადის ცენტრში, პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩისა და მმართველი ,,სერბული პროგრესული პარტიის’’ წინააღმდეგ ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა. მომიტინგეები პრეზიდენტს და მმართველ პარტიას უხარისხო მშენებლობების წარმოებაში, კორუფციასა და ნეპოტიზმში ადანაშაულებენ. როგორც ცნობილია, გასულ თვეში, რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის შედეგად, 14 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა. აქციის მონაწილეებმა ინციდენტის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას 15-წუთიანი დუმილით პატივი მიაგეს.
მმართველი კოალიცია აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს.
აქციის მონაწილეებს ხელში ბანერები ეჭირათ წარწერებით: "ვუჩიჩი ქურდია!", "ხელები სისხლიანი გაქვთ!".
ბელგრადის, კრაგუევაჩისა და ნისის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები კვირებია მოითხოვენ რკინიგზის სადგურის განახლებასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტის გასაჯაროებას და უბედურ შემთხვევაზე პასუხისმგებელი ოფიციალური პირების პასუხისგებაში მიცემას.
0
0