04/05/2023
14:39
მსოფლიო
ბელგრადში,14 წლის მოსწავლემ გუშინ 9 ადამიანი, მათ შორის რვა თანასკოლელი და დაცვის 1 თანამშრომელი მოკლა.
პოლიციის ცნობით, მოზარდი თავდასხმას კვირების განმავლობაში გეგმავდა - მან „პრიორიტეტული მსხვერპლთა სია“ წინასწარ შეადგინა.
მოზარდი, 3 მაისს, სკოლაზე თავდასხმის შემდეგ დააკავეს.
დაკავებულია ასევე ბიჭის მამა და დედა.
სროლის შედეგად დაშავდა კიდევ ექვსი მოსწავლე და ერთი მასწავლებელი. ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. სავარაუდოდ, ეჭვმიტანილმა მამის იარაღი გამოიყენა. ორივე მათგანი ირაღის შენახვა/ტარებაზე კანონიერად ნებადართული იყო. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის ჩადენამდე მოზარდი არაერთხელ წავიდა სასროლეთში მამასთან ერთად.
სატელევიზიო მიმართვისას, სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა სკოლაზე თავდასხმას უწოდა "ყველაზე მძიმე დღე ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში".
მისი თქმით, ეჭვმიტანილს ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანენ. სერბეთის მოქმედი კანონმდებლობით, ეჭვმიტანილს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრება, რადგან ის 14 წლამდეა.
ვუჩიჩის განცხადებით, მკვლელობის ჩადენის გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაბამისი ასაკი შესაძლოა 12 წლამდე შემცირდეს.
სერბეთში ეროვნული სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.
0
0