22/05/2023
18:02
მსოფლიო
ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე სპეცოპერაციას „რუსეთის თავისუფლების ლეგიონისა“ და „რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ წარმომადგენლები ახორციელებენ, - ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის განცხადებაშია აღნიშნული.
უკრაინული მხარე აცხადებს, რომ რუსი მებრძოლების მიზანი უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად „უსაფრთხო ზონის“ შექმნაა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის ანდრეი იუსოვის განცხადებით, უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსები ბელგოროდის ოლქში მცხოვრებ მშვიდობიან მოქალაქეებს არ დაემუქრებიან.
„დიახ, დღეს რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა წამოიწყო სპეცოპერაცია ბელგოროდის ოლქის პუტინის რეჟიმისგან გასათავისუფლებლად. ამჟამად დაზვერვის დეპარტამენტი პირდაპირ კომენტარს არ გააკეთებს ამ ოპერაციის გეგმებზე, მაგრამ ამოცანა და შედეგი უნდა იყოს ტერორისტული ჯგუფების დაბომბვისგან უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა. რუსი მებრძოლების ზომები ბელგოროდის ოლქში მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს“, - განაცხადა იუსოვმა.
0
0