
ბელგიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დონალდ ტრამპი წითელ ხაზებს კვეთს და შესაძლოა, ატლანტიზმის 80 წელი დასასრულს უახლოვდება, თუ ის ამ გეზს არ შეცვლის.
ბარეტ დე ვევერის თქმით, ევროპა ახლა გზაჯვარედინზეა და უნდა გადაწყვიტოს, როგორი იქნება მისი პოლიტიკა.
„ამ დრომდე ჩვენ ვცდილობდით, აშშ-ის ახალი პრეზიდენტისთვის გვესიამოვნებინა. ჩვენ ძალიან ლმობიერი ვიყავით, მათ შორის ტარიფებთან დაკავშირებით. ლმობიერი ვიყავით იმ იმედით, რომ უკრაინის ომში მის მხარდაჭერას მივიღებდით… მაგრამ ახლა, იმდენი წითელი ხაზი გადაიკვეთა, რომ არჩევანის გაკეთება გიწევს თავმოყვარეობის შენარჩუნებასთან. ერთია, ბედნიერი ვასალი იყო. სულ სხვაა, იყო უბედური მონა. ახლა უკან თუ დაიხევ, ღირსებას დაკარგავ. და ეს, ალბათ, ყველაზე ძვირფასია, რაც კი შეიძლება, დემოკრატიაში გქონდეს“, – განაცხადა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, ის ოთხშაბათს აპირებს, შეხვდეს აშშ-ის პრეზიდენტს, ბელგიის მონარქთან ერთად.
„მაგრამ ამას განსხვავებული ხასიათი ექნება, ვიდრე დაგეგმილი გვქონდა. ეს ალბათ ის გზავნილი იქნება, რომელიც ჩვენ უნდა გავაკეთოთ: თქვენ წითელ ხაზებს ვკვეთთ. ჩვენ ან ერთად ვდგავართ, ან დაყოფილი ვიქნებით და დაყოფილი თუ ვიქნებით, მაშინ ეს არის 80-წლიანი ატლანტიზმის ეპოქის დასასრული, რომელიც რეალურად დასასრულს უახლოვდება. თქვენ იცით, თუ ძველი კვდება და ახალი ჯერ არ დაბადებულა, თქვენ ურჩხულების დროში ცხოვრობთ და მასზეა დამოკიდებული, სურს თუ არა ურჩხულად ყოფნა – კი თუ არა“, – განაცხადა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა.
0
0