05/06/2023
15:37
მსოფლიო
ბელგია იძიებს, გამოიყენეს თუ არა პროუკრაინულმა ძალებმა ბელგიური კომპანიის მიერ წარმოებული იარაღი რუსეთის ბელგოროდის ოლქში რუსეთის ჯარებთან საბრძოლველად,
„ნუ გამოვიტანთ ნაჩქარევ დასკვნებს. ბელგიის თავდაცვის სამინისტრომ და სადაზვერვო სამსახურებმა დაიწყეს გამოძიება და უკრაინას სთხოვენ აღნიშნული ინფორმაციის დადასტურებას. ევროკავშირის ქვეყნებმა უკრაინას იარაღი მიაწოდეს იმ პირობით, რომ ის გამოყენებული იქნება მხოლოდ ამ ქვეყნის ტერიტორიაზე მის დასაცავად, ხოლო, თუ ის გამოიყენებოდა ბელგოროდის ოლქზე თავდასხმებში, ჩვენ ამას მკაცრად შევაფასებთ,“ - განუცხადა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე დე კრუმ ბელგიურ საზოგადოებრივ მაუწყებელ VRT-ს.
როგორც The Washington Post-ი იუწყება, ნატოს წევრი ქვეყნების (მათ შორის, აშშ-ის, პოლონეთის, ჩეხეთისა და ბელგიის) მიერ წარმოებული იარაღი - ბელგოროდის ტერიტორიაზე აღმოჩნდა. კერძოდ, გამოცემა წერს, რომ კრემლის წინააღმდეგ მებრძოლი ჯგუფები, რომლებმაც მაისში რუსეთის ბელგოროდის ოლქში თავდასხმა განახორციელეს, იყენებდნენ ტაქტიკურ მანქანებს, რომლებიც თავდაპირველად უკრაინას აშშ-მა და პოლონეთმა გადასცა და ასევე, ბელგიასა და ჩეხეთის რესპუბლიკაში წარმოებულ შაშხანებს.
0
0