20/06/2023
14:12
მსოფლიო
ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის წინადადებით, მოამზადა ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც პედოფილების, არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური დანაშაულისთვის დასჯასთან ერთად, იძულებით მკურნალობას ითვალისწინებს. ამის შესახებ ბელარუსის გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელმა ანჟელიკა კურჩაკმა განაცხადა, რომლის განცხადება დეპარტამენტის ტელეგრამის არხზე გამოქვეყნდა.
"ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა და დაამტკიცა პედოფილიით დაავადებულთა მკურნალობის კლინიკური პროტოკოლები, მათ შორის ქიმიური კასტრაციის გამოყენება", - განაცხადა გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა.
გარდა ამისა, კურჩაკის თქმით, ბელარუსის მმართველმა ალექსანდრ ლუკაშენკომ, მხარი დაუჭირა სამინისტროს ინიციატივებს, რათა შეემუშავებინა საკითხები "შვილების სათანადო აღზრდაზე" მშობლის პასუხისმგებლობის გაძლიერებასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემოღება "უშვილობის პროპაგანდისთვის, არატრადიციული ოჯახური ურთიერთობების, პედოფილიის და სქესის შეცვლის ხელშეწყობისთვის".
0
0