07/02/2022
19:30
პოლიტიკა
უწყებაში განმარტავენ, რომ რუს ჟურნალისტ ვლადიმირ სოლოვიოვთან ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ინტერვიუს ცალკეული ამონარიდები რუსულ მედიაში მიზანმიმართული აქცენტებითა და ინტერპრეტაციებით გავრცელდა.
„ბელარუსსა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი დღის წესრიგში არ დგას. ბელორუსი ამ მხრივ რჩება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების ერთგული.
რაც შეეხება ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ინტერვიუს რუსულ ტელეარხთან, მისი ინტერვიუდან ცალკეული ამონარიდები, როგორც ყოველთვის ამჯერადაც მიზანმიმართული აქცენტებით არის ინტერპრეტირებული რუსული მედიის მხრიდან და ისე მოწოდებული საზოგადოებისთვის“,- განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარი ნარჩემაშვილმა.
ცნობისთვის, ბელარუსის ავტორიტარი მმართველი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობას აღიარებს, როცა ამას მიხვდება და პრეზიდენტი პუტინი ეტყვის, რომ ეს საჭიროა.
0
0