02/03/2023
12:03
მსოფლიო
ბელარუსის სახელმწიფო ტელევიზიამ უარყო არალეგალურ აქტივისტთა ჯგუფის „ბელარუსი პარტიზანების“ განცხადება რუსული სამხედრო სადაზვერვო თვითმფრინავის აფეთქების შესახებ.
25 თებერვალს, ბელარუსის ანტისამთავრობო ჯგუფის წევრებმა განაცხადეს, რომ მინსკთან ახლოს მდებარე აეროდრომზე Beriev A-50 თვითმფრინავის წინააღმდეგ დრონებით თავდასხმა მათ განახორციელეს. თუმცა, დღეს, ბელარუსის სახელმწიფო ტელევიზიამ ვიდეოსიუჟეტში - სახელწოდებით "შეწყვიტე სიყალბე!" - მოკლე კადრები აჩვენა, სადაც ნათქვამია, რომ ეს სწორედ ის თვითმფრინავი იყო, რომელიც თითქოსდა აქტივისტებმა ააფეთქეს.
„როგორც ხედავთ, თვითმფრინავი სამუშაო მდგომარეობაშია და ახორციელებს თავის ფუნქციას ბელორუსისა და რუსეთის სამოკავშირეო სამხედრო დაჯგუფების ფარგლებში“, - თქვა კომენტატორმა.
ეს პირველი კომენტარია, რომელიც მოსკოვისა და მინსკის ოფიციალურმა წყარომ სავარაუდო თავდასხმის შესახებ გააკეთა. უკრაინაში რუსული არმიის შეჭრის შემდეგ, ბელარუსსა და რუსეთში (უკრაინის მოსაზღვრე ოლქებში) სარკინიგზო სისტემაზე, რამდენიმე დივერსიული აქტი განხორციელდა.
0
0