22/05/2023
08:21
მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის ჯგუფის სპიკერის, სერგეი ჩერევატის თქმით, უკრაინელმა მებრძოლებმა ბახმუტში კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ პრაქტიკულად დაამარცხეს და მალე, მის ხელმძღვანელ ევგენი პრიგოჟინს საბოლოო განადგურება ელის.
„დაე, ოკუპანტებმა ბახმუტში გამუდმებული საფრთხე იგრძნონ. მათ ან ახლა მოვაქცევთ ალყაში, ან ცოტა მოგვიანებით, მაგრამ ეს დაჯგუდება მთლიანად განადგურდება“, - განაცხადა ჩერევატმა ტელემარათონის ეთერში.
მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ბახმუტის გარეუბანში მტერს უკან დახევისკენ უბიძგებს და „ვაგნერმა“ უკვე განიცადა გამოუსწორებელი ზარალი.
„იმის მიუხედავად, რომ ჩვენ არ გვაქვს მტერზე რაოდენობრივი უპირატესობა და არც ჭურვების ოდენობით ვაჭარბებთ, წვრთნისა და საზრიანობის წყალობით, ვცდილობთ მტერს უკან დავახევინოთ. ხოლო სად იქნება მთავარი დარტყმა, დაე იფიქრონ ამაზე და ინერვიულონ. ჩვენ კარგად ვხედავთ მათ განზრახვებს, მაგრამ ყველაფერზე გვაქვს პასუხი“, - ამბობს ჩერევატი.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის სამხედრო ჯგუფ „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ “დაპირებისამებრ” დაიკავეს და კონფლიქტის ზონას ამ კვირის ბოლოს დატოვებენ. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ ევგენი პრიგოჟინმა საკუთარ ტელეგრამარხზე განაცხადა.
0
0