06/03/2023
16:23
მსოფლიო
„აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ბახმუტს რუსეთისთვის უფრო სიმბოლური ღირებულება აქვს, ვიდრე სტრატეგიული და ოპერატიული. ბახმუტის დაცემა არ ნიშნავს იმას, რომ რუსები ბრძოლის ტრაექტორიას შეცვლიან", - განაცხადა იორდანიაში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ჟურნალისტებთან საუბრისას და დასძინა, რომ ის ვერ პროგნოზირებს, არის თუ არა ბახმუტის დაცემა რეალურად მოსალოდნელი.
„თუ უკრაინელები ბახმუტის დასავლეთით გადანაცვლებას გადაწყვეტენ, მე ამას არ განვიხილავ, როგორც სტრატეგიულ მარცხს,“ - განაცხადა ოსტინმა.
როგორც ცნობილია, რუსული არტილერია ქალაქ ბახმუტზე კონტროლის მოპოვებას რამდენიმე თვეა ცდილობს, თუმცა „ვაგნერის ჯგუფის“ დამფუძნებელმა, რუსმა ბიზნესმენმა ევგენი პრიგოჟინმა, რომელიც თავდასხმებს ხელმძღვანელობს, თქვა, რომ მის მებრძოლებს მოსკოვი საბრძოლო მასალას არ უგზავნის.
0
0