11/11/2022
18:38
პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ, "ვივამედში", ყოფილი პრეზიდენტი მოინახულა. მისი თქმით, სააკაშვილი ძალიან ავად არის და “ქართული ოცნების” ლიდერებს მისი მონახულებისკენ მოუწოდა.
"ბავშვი რომ ძალიან ავად არის, ასე არის მიგდებული, 80 კილოა, ჩამომხმარია -"ქართული ოცნების" ლიდერშიპი რომ დაგვცინის, ქრისტიანები ხომ ხართ? შემოდით და ნახეთ ეს ადამიანი , - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ, "ვივამედში", საქართველოს მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ვაშაძე განმარტავს, მიხეილ სააკაშვილს „ყველაფერი სტიკივა, არც კუნთები აქვს“.
"ვერ გავიგე, ეს "ქართული ოცნების" ლიდერშიპი რომ დაგვცინის და იძახის, რომ სააკაშვილის ხალხი პანიკას ტეხავსო, დალოცვილისშვილებო, ქრისტიანები ხომ ხართ? შემოდით და ნახეთ ეს ადამიანი, რად უნდა ამას ნობელის პრემიის ლაურეანტების ჩამოყვანა", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძე.
0
0