
დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან საკუთარ სახლში გადაასვენეს.
როგორც გარდაცვლილი გოგონას ბაბუა აცხადებს, ოჯახი ცხედრის გაკვეთის წინააღმდეგია.
„საღ-სალამათი ბავშვი გაგუდული ვნახეთ ბუჩქებში და დასკვნა მარტივია - ვიღაცის ძალადობა. ასეთი უბედურება დაგვემართა. დავიღუპეთ“ - ამის შესახებ დიდ დიღომში ნაპოვნი, გარდაცვლილი 12 წლის მოზარდის ბაბუამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც ის აღნიშნავს, ოჯახმა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს გოგონას გაკვეთის უფლება არ მისცა და ცხედარი სახლში უნდა გადაასვენონ.
„ჩემს დისშვილს რომ უთხრეს, უნდა გავკვეთოთო, გაგიჟდა, ბავშვი არ გამიკვეთოთო, პანიკაშია. საღ-სალამათი ბავშვი გაგუდული ვნახეთ ბუჩქებში და დასკვნა მარტივია - ვიღაცის ძალადობა. ასეთი უბედურება დაგვემართა. დავიღუპეთ“, - აღნიშნავს ბაბუა.
დიდ დიღომში 12 წლის გოგონა გარდაცვლილი დღეს, გამთენიისას იპოვეს.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
0
0