-share.jpg)
კვირას, 15 ოქტომბერს, 20:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაამბობისა“ და „რეპროდუქციული განათლების ჰაბის“ ორგანიზებით, პარლამენტის წინ, მდუმარე აქცია „ბავშვი ცოლი არ არის“ გაიმართება
ჩვენ, მოქალაქეები და არასამთავრობო ორგანიზაციები, გამოვხატავთ სოლიდარობას არამხოლოდ გარდაცვლილი მოზარდის მიმართ, არამედ დახმარებასა და მხარდაჭერას ვთავაზობთ იმ ბავშვებსა თუ ქალებს, რომლებიც ახლაც, ამ წამსაც, განიცდიან ნებისმიერი სახის ძალადობას.
მიუხედავად იმისა, რომ პედოფილია, ადრეული, იძულებითი ქორწინება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და სექსუალური ძალადობა დანაშაულია, საზოგადოების გარკვეულ წრეებში ამაზე არ საუბრობენ, მსხვერპლები დუმილს ამჯობინებენ, კანონის აღსრულება კი სათანადოდ არ ხდება.
სწორედ ამიტომ, პარლამენტთან, მდუმარე აქციაზე, ორგანიზატორები და აქციის მონაწილეები, მივიტანთ თოჯინებს, სანთლებსა და ყვავილებს და სიმბოლურად ვეცდებით, რომ უფრო თვალშისაცემი გავხადოთ პედოფილიის დუმილით წახალისება. ამასთანავე, მოვუწოდოთ ხელისუფლების წარმომადგენლებსა თუ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ დაიცვან მოწყვლადი ჯგუფები ძალადობისაგან. " - ნათქვამია ორგანიზატორების გავრცელებულ ინფორმაციაშია.
0
0