30/07/2023
14:56
საზოგადოება
ბათუმის ნავსადგურში, ღამის 12 საათიდან, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წევრები საპროტესტო აქციას აანონსებენ – 31 ივლისს, დილის 6 საათზე, ბათუმის ნავსადგურში ისევ უნდა შემოვიდეს რუსეთიდან გამოსული საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE.
„ღამის 12 საათიდან გვექნება სხვადასხვა სახის აქტივობა, რომ დილის 6 საათზე ღირსეული დახვედრა უნდა მოვუწყოთ ე.წ. ტურისტებს და რეალურად რაშისტებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნისკენ მოემართებიან. ვისთვისაც მნიშვნელოვანია ამ ქვეყანაში ჩვენი ქვეყნის დროშა ფრიალებდეს, მოვუწოდებ, რომ შემოგვიერთდეს.
მივმართავთ ყველა კანონიერ და კონსტიტუციურ ფორმას, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ღირსება და ევროპული მომავალი,“ – განაცხადა ნიკა ქაშიბაძემ, ის ენმ-ის წევრია.
ცნობისთვის, ASTORIA GRANDE ბათუმის ნავსადგურში 27 ივლისს დილითაც შემოვიდა და ბათუმი იმავე დღეს, საღამოს, საპროტესტო აქციის ფონზე დატოვა.
წყარო: “ბათუმელები”
0
0