
დღეს, დაახლოებით 18:00 საათზე, ბათუმში აფეთქების ხმა გაისმა.
როგორც სოციალურ ქსელში ადგილობრივები წერენ, ზღვაში, სავარაუდოდ ნაღმი აფეთქდა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ჯერჯერობით, უცნობია, რა გახდა აფეთქების ზუსტი მიზეზი. ადგილზე მობილიზებულები არიან ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ერთ-ერთი მომხმარებელი სოციალურ ქსელში წერს:
"ბათუმში საბრძოლო ნაღმი გამოურიყავს შავ ზღვას და აფეთქდა ნაპირთან შეხებისას.
ეს ნიშნავს იმას რომ, რახან ქალაქის ნაპირზე გამორიყა ასეთი - კიდევ რამდენი და როდის გამოიტანა ზღვამ სანაპიროზე სხვა ადგილებში?
ოდესაში ცურვისას აფეთქდა შარშან ერთი ადამიანი მინიმუმ, ასეთზე.
და გემები ვინც ცურავენ, ჩვეულებრივად არიან აფეთების საფრთხის ქვეშ (მითუმეტეს ბათუმთან).
პ.ს. ხმა კარგია, მაგრამ მაინც, აი, სადღაც მეფიქრება რო პრანკი ხო არ არის რუსების მოგონილი... ანუ კომპ.გრაფიკა ხო არაა, ვინმემ დაადასტურეთ რა ბათუმიდან…
პ.პ.ს. UPDATE: ბათუმელები ადასტურებენ აფეთქებას, რა აფეთქდა? როგორ მოხვდა იქ?" - წერს უჩა აბაშიძე.
0
0