
უკვე რამდენიმე დღეა ბათუმში გაუჩინარებულ,19 წლის ინდოელ სტუდენტს კვლავ ეძებენ.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ სტუდენტის მშობლებთან წერილობითი კომუნიკაცია აქვთ და ოჯახი ინფორმირებულია აღნიშნულთან დაკავშირებით.
“ამ დრომდე ჩვენთვის უცნობია ინდოელი სტუდენტის გაუჩინარების მიზეზი. გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. გაუჩინარების შესახებ ჩვენთვის ცნობილი 21 აპრილს გახდა. ის 19 წლისაა და ჩვენი უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო, ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტია. მის მამასთან გვქონდა წერილობითი კომუნიკაცია, ოჯახი ინფორმირებულია”, განაცხადა “სფეინიუსთან” ინტერვიუში უნივერსიტეტის დეკანმა რუსუდან ხუხუნაიშვილმა.
როგორც ცნობილია, 19 წლის ჯანარდან სინევა მეგობრებმა ბოლოს მის საცხოვრებელ სახლთან 6 დღის წინ, საღამოს 11 საათზე ნახეს. მეზობლები ამბობენ, რომ ბიჭს სავარაუდოდ მეგობართან კონფლიქტი ჰქონდა, რის შემდეგაც ის ბულვარის მიმართულებით წავიდა. სინევას გაუჩინარების შემდეგ ახლობლებმა მისი ძებნა დაიწყეს. მოგვიანებით, სანაპიროზე სტუდენტის მობილური ტელეფონი იპოვნეს და შვილის გაუჩინარების შესახებ მამას შეატყობინეს.
19 წლის ჯანარდან სინევა ინდოეთის მოქალაქეა.
ინდოეთის მოქალაქეს პოლიცია ამ დრომდე ეძებს.
სამართალდამცველებმა უკვე ამოიღეს სათვალთვალო კამერების ჩანაწერები და გამოკითხეს სინევას მეგობრებიც.
0
0