16/02/2024
17:36
სამართალი
ბათუმში ახალშობილი გარდაიცვალა. ოჯახი მომხდარში ბათუმის სამედიცინო ცენტრის ექიმებს ადანაშაულებს და გამოძიების დაწყებას და ექიმების დასჯას მოითხოვს.
ბარამიძეების ოჯახის განცხადებით, ახალგაზრდა ქალის ორსულობის პერიოდი გართულებების გარეშე მიმდინარეობდა, მაგრამ ექიმების მიერ არასწორი პრეპარატის დანიშვნის შემდეგ პაციენტს ნაადრევი მშობიარობა დაეწყო.
როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, ქალმა ბათუმის სამედიცინო ცენტრში 3 თებერვალს იმშობიარა, დაბადებისთანავე ახალშობილი კლინიკა „მედინას“ რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მეორე დღეს გარდაიცვალა.
კლინიკის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ახალშობილი სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა, თუმცა ბათუმის სამედიცინო ცენტრი საქმის შესწავლის პროცესში კომისიასთან ითანამშრომლებს.
„ბათუმის სამედიცინო ცენტრი აქტიურად ითანამშრომლებს კომისიასთან შესწავლის პროცესში და იმოქმედებს კომისიის დასკვნისა და მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, დამატებითი კომენტარი არ გაკეთდება“,- აცხადებენ ბათუმის სამედიცინო ცენტრის ადმინისტრაციაში.
0
0