
ბათუმის სტადიონი ნამდვილად წარმოადგენს ყველასთვის დასამახსოვრებელ პროექტს. დღეს ძალიან ვამაყობთ საქართველოს მიღწევით. თქვენ გვაძლევთ მაგალითს თქვენი განვითარების სურვილითა და დინამიკით, - ამის შესახებ FIABCI-ის პრეზიდენტმა სუზან გრინფილდმა განაცხადა.
მისი თქმით, ღონისძიებაზე ყოველწლიურად ავლენენ განსაკუთრებულ, გამორჩეულ და ინოვაციურ პროექტებს მთელი მსოფლიოდან.
„ყოველწლიურ ღონისძიებებში ჩვენ ვიწვევთ ყველაზე პროგრესულ და ინოვაციურ პროექტებს, რომლებსაც წვლილი შეაქვთ უკეთესი მსოფლიოს მშენებლობაში. დღეს საქართველო ღონისძიების ფოკუსში გახლდათ, რადგან ბათუმის სტადიონი ნამდვილად წარმოადგენს ყველასთვის დასამახსოვრებელ პროექტს. დღეს ძალიან ვამაყობთ საქართველოს მიღწევით. თქვენ გვაძლევთ მაგალითს თქვენი განვითარების სურვილითა და დინამიკით“, - აღნიშნა FIABCI-ის პრეზიდენტმა.
0
0