30/07/2023
23:21
საზოგადოება
"ამ წუთას პოლიციამ ბათუმის პორტთან მისასვლელი გზაც გადაკეტა. ასე იცავენ ოკუპანტებს ჩვენს ქვეყანაში", - ამის შესახებ ინფორმაცია და ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება.
როგორც ადგილზე მყოფი სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ჰყვებიან, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
შეგახსენებთ, რომ სოჭიდან ბათუმის პორტში საკრუიზო გემი 31 ივლისს, გამთენიას, 07:00 საათზე შევა. პორტთან აქციის გამართვას კი სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აპირებენ. ისინი შეკრებას დღეს ღამის 12:00 საათიდან დაიწყებენ და დილის 07:00 საათზე გემის დახვედრას პროტესტით აპირებენ.
შეგახსენებთ, რომ საკრუიზო ლაინერი Astoria Grande პირველად საქართველოში 27 ივლისს შემოვიდა. გემზე 800-ზე მეტი ტურისტი იმყოფებოდა. მათ შორის იყვნენ რუსებიც.
ბათუმის პორტში მოქალაქეები საკრუიზო გემის ჩამოსვლას მაშინაც პროტესტით დახვდნენ.
0
0