14/01/2025
14:58
პოლიტიკა
„ბატონი როთი, რომ ჩამოსულიყო საქართველოში წინასაარჩევნოდ კიდევ 2-3-ჯერ მერწმუნეთ, ჩვენ გაცილებით მაღალ პროცენტს ავიღებდით ვიდრე ავიღეთ“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანი გერმანელი დეპუტატის მიხაილ როთის საქართველოში ვიზიტს.
მისი თქმით, მიხაილ როთი ოპოზიციას ჩამოჰყავდა იმისთვის, რომ აქციების მუხტი აეწია, თუმცა მისი ვიზიტები კონტრპროდუქტიული იყო.
„ბატონი როთი მოგეხსენებათ, რომ პოლიტიკიდან მიდის. მისმა პარტიამ იგი აღარ აირჩია პოლიტსაბჭოში და მოუწია პოლიტიკასთან გამომშვიდობება, თუმცა ჩვენი რადიკალური ოპოზიციისთვის მაინც აქტუალურ პოლიტიკოსად რჩება. მისი ვიზიტები კარგად გახსოვთ და კონტრპროდუქტიული იყო ის ნამდვილად რადიკალებისთვის. იგი ჩამოჰყავდათ იმისთვის, რომ თითქოსდა, რაღაც მუხტი აეწია აქციების პერიოდში, მაგრამ ისეთი განცხადებებით გამოირჩეოდა, მაგალითად, შეურაცხყოფდა ჩვენს რელიგიას და.ა.შ და პირიქით, კონტრპროდუქტიული იყო.
ბატონი როთი, რომ ჩამოსულიყო საქართველოში წინასაარჩევნოდ კიდევ 2-3-ჯერ მერწმუნეთ, ჩვენ გაცილებით მაღალ პროცენტს ავიღებდით ვიდრე ავიღეთ“, - აღნიშნავს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე.
0
0