
ბატონი ირაკლი არის ამ ქვეყნის პროფესიონალი და პატრიოტი ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა საქართველოს პროკურატურის გამართული მუშაობისთვის. ჩვენ აუცილებლად მადლობა გვეთქმის მისთვის და ვუსურვებ ჯანმრთელობას, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.
რაც შეეხება პროკურორის არჩევის წესს, მისი განმარტებით, ეს პროცედურები მკაცრად არის გაწერილი და გამჭვირვალე.
„დაუყოვნებლივ იწყება პროცედურა, რომელიც პირველ ეტაპზე არის ერთთვიანი და ამას წარმართავს საპროკურორო საბჭო. კანდიდატის დასახელების უფლება აქვს სამ მიმართულებას, ასე ვთქვათ, ეს არის - სამოქალაქო საზოგადოება, აკადემიური წრეები და სამართლის დარგის სპეციალისტები. სწორედ ამ სამიზნე ჯგუფებთან იმართება პირველ რიგში კონსულტაციები, რის შემდეგაც უკვე დაფარული რეჟიმია კენჭისყრის, უყრის კენჭს საპროკურორო საბჭო და წარედგინება შესაბამისი კანდიდატი საქართველოს პარლამენტს და პარლამენტი უკვე სრული შემადგენლობის ხმის უმრავლესობით უჭერს მხარს პროკურორს. აქვე, აღსანიშნავია, რომ იმ მინიმუმ, სამი დასახელებული კანდიდატიდან ერთი აუცილებლად კანონის გათვალისწინებით უნდა იყოს ქალი კანდიდატი“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
ირაკლი შოთაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გენერალური პროკურორის თანამდებობას ტოვებს.
0
0