01/08/2023
00:30
საზოგადოება
30 ივლისს, გომისმთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა.
დაღუპულია გიდი, რომელიც "ჯეორჯიან ჰოლიდეის" მფლობელი იყო:
"გომის მთაზე დაღუპული გიდი კომპანია "ჯეორჯიან ჰოლიდეის" მფლობელი იყო.
იგი წლებია საქართველოში ცხოვრობდა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს ძალიან დადებითად გვახსოვს.
ბევრს მოგზაურობდა საქართველოში და უწვრილმანეს დეტალებში ცდილობდა ყველაფრის ნახვას თუ სწავლას.
უყვარდა საქართველო და დარჩა აქ.
გომის მთაზე სისტემატიურად აწყობდა ტურებს.
ტრაგედიის დღეს კი ძლიერი ნისლი იყო. მძღოლი ვერ გაუმკლავდა დაბალ ხილვადობას ალბათ…
ორი დელიკიდან ერთერთი გომის მთიდან ჩამოსასვლელში, ხრამში გადავარდა.
ქსენიას ტრავმები შეუთავსებელი აღმოჩნდა სიცოცხლესთან…
ბაშკირი გოგონა იყო. უკრაინაში გაზრდილი!" - წერს ჟურნალისტი ზურაბ ბაუჟაძე გომის მთაზე 30 ივლისს მომხდარი ავტოავარიის დროს დაღუპული გიდის შესახებ.
0
0