
სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის დამხობის შემდეგ, თურქეთისა და ირანის ლიდერები ერთმანეთს პირველად შეხვდნენ.
შეხვედრა კაიროში, რვა მუსლიმური ქვეყნის სამიტზე გაიმართა.
ცნობისთვის, თურქეთის და ირანი სირიის სამოქალაქო ომის პერიოდში მხარს სხვადასხვა ძალებს უჭერდნენ თურქეთი ასადის მოწინააღმდეგეებს ემხრობოდა იყო მაშინ, როდესაც ირანი ასადის რეჟიმს უჭერდა მხარს.
შეხვედრის დროს თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას „სურს, ხედავდეს სირიას, სადაც სტაბილურობა და უსაფრთხოება დომინირებს“ და სადაც „ტერორიზმი აღმოფხვრილია“, – ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ერდოღანმა ასევე ხაზი გაუსვა „სირიის ტერიტორიული მთლიანობისა და ერთიანობის“ დაცვის მნიშვნელობას.
ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის ოფისის განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ „სირიის ტერიტორიული მთლიანობის ნებისმიერი, თუნდაც უმცირესი დარღვევა, სრულიად დაუშვებელია“.
პეზეშკიანმა თქვა, რომ მუსლიმურმა ქვეყნებმა „პასუხისმგებლობით უნდა იმოქმედონ“ რეგიონში ისრაელის „დანაშაულებთან“ დაპირისპირებისას.
0
0