აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა მიიჩნევს, რომ 2024 წლის აშშ-ის არჩევნებში ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შესაძლო გამარჯვება ქვეყანას „განუზომელ ზიანს მოუტანს“. ამის შესახებ ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ბარაკ ობამას ახლო მეგობარმა, ერიკ ჰოლდერმა USA Today-თან ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, იზიარებს თუ არა ობამა მოსაზრებას, რომ აშშ დაზიანდება, თუ ტრამპი ხელისუფლებაში მოვიდოდა, ჰოლდერმა თქვა: ”აბსოლუტურად. არა მგონია, აქ კითხვები იყოს. ვფიქრობ, ეს არის ის, რაც მას სტიმულს აძლევს. ვფიქრობ, ეს არის ის, რაც გააგრძელებს მის მოტივაციას“, - განაცხადა აშშ-ს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა.
მანამდე Fox News-ის წამყვანმა ჯესი უოტერსმა თქვა, რომ აშშ-ს ყოფილმა პირველმა ლედი, მიშელ ობამა შესაძლოა, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის "გეგმა B" იყოს და ჯო ბაიდენს ურჩია, სიფრთხილით მოეკიდოს მას.
0
0
აჭარაში ავარიას მსხვერპლი მოჰყვა
21/08/2025