
AZAL-ის თვითმფრინავმა, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა, აქტაუს აეროპორტში ჩამოვარდა.
მედიის თანახმად, წინასწარი მონაცემებით, ბორტზე 67 მგზავრი და ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა.
წინასწარი მონაცემებით, ავარიას 6 ადამიანი გადაურჩა.
გროზნოში ნისლის გამო ბაქოდან თვითმფრინავი გადამისამართდა მახაჩკალაში, შემდეგ კი აქტაუში - განუცხადეს "რია ნოვოსტის" ჩეჩნეთის დედაქალაქის აეროპორტის პრესსამსახურში.
ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს ტელეგრამის არხის ცნობით, აქტაუში ჩამოვარდნილი ბაქო-გროზნოს რეისის თვითმფრინავი "აზერბაიჯანის ავიახაზებს" ეკუთვნის.
აქტაუში ავიაკატასტროფის მიზეზი, წინასწარი მონაცემებით, ჩიტების გუნდი გახდა, იუწყება "Sputnik აზერბაიჯანის" ტელეგრამის არხი ავიაკომპანიაზე დაყრდნობით.
0
0
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 ივლისიდან
08/07/2026
10 ივლისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
08/07/2026